არქეოლოგი

ივანე ჯავახიშვილმა 1918 წლის 21 მაისს აღნიშნა, რომ ე.თაყაიშვილის ნაშრომებს, მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა, მეცნიერული სიფხიზლე და სიდინჯე ახასიათებს. სამეცნიერო მუშაობის დაწყებისას ე.თაყაიშვილს გვერდში ედგა დიმიტრი ბაქრაძე. ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ მისი მფარველობა ილია ჭავჭავაძემ დაიწყო. მან გამოავლინა საქათრთველოს მრავალი უძველესი ძეგლი, შეისწავლა ბევრი საისტორიო წყარო. ე.თაყაიშვილის ნაშრომები ბევრი გამოქვეყნდა, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია. ,,სამი ისტორიული ქრონიკა“ შეიცავს ცნობებს საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებზე, რომელიც ყველა მკვლევარს სჭირდება. 1890 წელს თაყაიშვილმა შეადგინა პიტიახშთა სახელის სრული ფუნქციონალური დახასიათება. 1920 წელს გამოცემული იქნა ,,ხელმწიფის კარის გარიგება.“ ექვთიმე თაყაიშვილი განსაკუთრებული მოღვაწეა. არც ერთ მეცნიერს ამდენი წარწერა არ მოუპოვებია და წაუკითხავს, რამდენიც მან შესძლო. 1900 წელს დააარსა ,,საქარტველოს ისტორიის და ლიტერატურის მოყვარულთა წრე“. ექვთიმე სამი ათეული წლის მანძილზე გატაცებით ემსახურებოდა მშობლიური ქვეყნის განათლების საქმეს. მანვე დააარსა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც აქვეყნებდა მასალებს და გამოკვლევებს. იგი დიდ ყურადღებას იჩენდა საქართველოს გარეთ მომუშავე ახალგაზრდებისადმი, განსაკუთრებით მომავალი ისტორიკოსებისადმი. იგი,ღრმა მოხუციც კი, ეხმარებოდა მზარდ კადრებს. ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიც გახლდათ. 1894 წელს მან 40 სამარხი გათხარა. აღმოჩინა ბრინჯაოს ნივთები, რომელიც არქეოლოგიურ კომისიას გაუგზავნა. ამავე წელს იგი არქეოლოგიური საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1902 წელს მან 18 დღე მცხეთაში გათხრებს მოანდომა. 1908 წელს თაყაიშვილმა გადაარჩინა ახალგორში გმოვლენილი განძი, სადაც გზის გაყვანის დროს მიწის გათხრისას აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის მდიდარი ქალის სამარხი. ნივთები მუშებმა დაიტაცეს, მაგრამ ექვთიმე უმალ იმ ადგილას მივიდა, დატაცებული ნივთები დაიბრუნა და მუზეუმს გადასცა. არქეოლოგიური ნივთები მას აღმოჩენილი აქვს საჩხერის, ბორჯომის რაიონში. 1920 წლის 29 აპრილს მან მიიღო ნებართვა გელათში საფლავის გათხრისა, რომელიც, სავარაუდოდ, თამარ მეფის იყო. საფლავის გათხრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საფლავი თამარს არ ეკუთვნოდა. დიდია ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება ქართულ არქეოლოგიაში. გიორგი ჩუბინიშვილი დიდად აფასებდა თაყაიშვილის ნაშრომებს და მან ექვთიმეს ,,ქართველ არქეოლოგთა ნესტორი“ უწოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий