ნუმიზმატიკა

ისტორიის დამხმარე მეცნირებაა ნუმიზმატიკა,რომელიც სწავლობს ძველ ლითონის ფულებს და მედლებს. ექვთიმე თაყაიშვილის ყურაღება მონეტებისადმი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვათა მონაპოვართა და მოსაზრებათა გამოყენება, იგი თვითონ აგროვებდა საქართველოში აღმოჩენილ ქართულსა და უცხოურ მონეტებს და სწავლობდა მათ. უცხოურ მონეტათაგან შედარებით უფრო ცნობილია ანტიკური პერიოდის მონეტები. უმრავლეს მათგანს ეცნობოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიისა და ბევრი სხვა მუზეუმის კოლექციაში.საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების 10 წლის თავზე,1917 წელს,თავის საანგარიშო მოხსენებაში ე.თაყაიშვილმა აღნიშნა: ,,ჩვენი ქართული ფულების კოლექცია ახლა ერთი უკეთესთაგანია ცნობილთა შორის.“ ე.პახომოვს მადლობას უცხადებს თაყაიშვილი დახმარებისათვის კოლექციის დალაგებაში, იგი ამასაც აღნიშნავს, რომ ხსენებულ კოლექციაში ,,საკმაოდ მოიპოვება უნიკუმები“. ექვთიმემ გამოავლინა ცხინვალის რაიონის სოფელ ნიქოზში ,,ვერცხლის ბიზანტიური ფული“. ეს ფულები მოპოვების- თანავე უჩვენეს მოხუც მეცნიერს. მან ვერ მოისვენა, სანამ არ შეადარა ისინი გამოცემულ კოლექციებს და დაადგინა,რომ მსგავსი ფულები საქართველოში ადრე არ აღმოჩენილა და მიულოცა. თაყაიშვილმა ერთმა პირველთაგანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ,,ფულის აღსანიშნავად ზოგად ტერმინად იხმარებოდა საფასე“. ექვთიმეს შეუდგენია აგრეთვე ,,მედლებისა და ბრელოკების სია“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ე.თაყაიშვილის ღვაწლი ქართული ნუმიზმატიკის მასალების მოპოვებაში, კირიონ II-ის გამოკლებით, ყველაზე დიდია და იგი ამავე მასალის შესწავლაშიც პირველთაგანია. ნიკო მარმა იცოდა ისტორიის დამხმარე დარგებში მისი მეგობრის დამსახურება და ამიტომ დაწერა: ,,ე.თაყაიშვილი არის საქართველოს ისტორიის ცნობილი წყაროთმცოდნე და გაწეული აქვს მრავალმხრივი მოღვაწეობა ამავე წყაროების თეორიული დამუშავებისათვის“.

Комментариев нет:

Отправить комментарий