ლინგვისტი

ექვთიმე ჯერ კიდევ უნივერსიტეტის გარემოში იყო ლინგვისტიკით დაინტერესებული, როგორც პედაგოგი იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ენების სწავლების მდგომარეობას საქართველოში. ლინგვისტური განყოფილების დაარსება საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში წესდებით იყო გათვალისწინებული. 1908 წლის 14 ივნისის ოქმის მიხედვით კრებას მოხსენდა საბჭოს დადგენილება ,,საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება’ ’ ლინგვისტური განყოფილების დ.კარიჭაშვილის მიერ შედგენილი და საბჭოს მიერ შესწორებულ-მოწონებული ინსტრუქცია. ინსტრუქციაში ნათქვამია:,, თანახმად საზოგადოების წესდების 61 მუხლისა, არსდება ლინგვისტური განყოფილება, რომლის მიზანი არის მოწყობა შრომისა გამოსარკვევად და შესასწავლად ქართულის ენისა და მისი დიალექტებისა“ აქ დიალექტებში კილოკავებიც(მეგრულ-ჭანური,სვანური)იგულისხმება .განყოფილება უმთავრესად იმიტომ იყო ქართული ენით დაინტერესებული,რომ,ისტორიის გარეშეც,თანანმშრომლებს ქართულ მწერლობასა და ზეპირსიტყვიერებასთან ჰქონდათ საქმე. ლინგვისტიკის განყოფილების პირველი კრება დასახელებულ საზოგადოებაში შედგა 1908 წ. 27სექტემბერს; განყოფილების სამუშაო გეგმა კარიჭაშვილმა წარმოადგინა. ე. თაყაიშვილმა ერთმა პირველთაგანმა აღნიშნა:,,საბა ორბელიანის ლექსიკონის ხელნაწერი ვარიანტების შედარებამ დამარწმუნა, რომ დაბეჭდილი ვარიანტი სრული არ არის; საჭიროა ყველა ვარიანტის შედარება“ მწერლობასა და კილოებში არსებული იმ სიტყვების შეკრებაც,რომლებიც ლექსიკონში არ გვხვდებაო. ე. თაყაიშვილის უამრავ ტექსტოლოგიურ ჩასწორებათაგან ლექსიკის დარგში დავასახელებთ ერთ-ერთ საგულისხმო მაგალითს. დავით აღმაშენებლის დროინდელ ერთ წარწერაში კითხულობდნენ: ,,...ქართველთა,ლეკთა და კახთა მეფე...“ჩვენმა მეცნიერმა ლეკთა გაასწორა, როგორც ჰერთა და განმარტა: შეცდომა მოსვლიათ იმის გამო ,რომ ასომთავრულ ლ და ჰ გვანან ერთიმეორეს... ლეკთა არასდროს არ ყოფილა მოხსენებული მეფეთა წოდებულებაში და ეს ისტორიულად არც იქნებოდა კანონზომიერი. აქ თაყაიშვილი წარმოგვიდგა როგორც ლინგვისტი და პალეოგრაფი,რომელიც გასწორებას ასაბუათებს ისტორიული ფაქტებით. ე. თაყაიშვილი იმდენად აღიარებული იყო ქართული ენის მცოდნედ, რომ კავკასიის სასწავლო ოლქმა ანდო ქართული ენის სწავლების პროგრამის შედგენის ხელმძღვანელობა. არქივში დაცულია დოკუმენტი:,,ქართული ენის პროგრამა,შედგენილი ქართული ენის მასწავლებლის მიერ, ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით. საზოგადოების ლინგვისტური განყოფილების ერთ-ერთი სხდომის დროს, ე. თაყაიშვილის თავჯდომარეობით, იუსტ.აბულაძემ მოითხოვა საზოგადოებასთან შექმნილიყო კომისია რომელიც ,,ითავებდა სალინგვისტიკო და სალექსიკონო მასალის შეგროვებას და მის სათანადოდ მოწესრიგებას“,მაგრამ ეს ვერ განახორციელა. მაინც სასარგებლო სამუშაო შეასრულა საზოგადოებამ თუნდაც იმ ლექსიკური მასალის გამოქვეყნებით რომლებიც თან ერთვოდა გამოცემულ ფოლკლორულ ტექსტებს. ექვთიმემ თვითონაც შეკრიბა ასეთივე მასალები.მის არქივში დაცულია ,,დღიური ჯავახეთ-მესხეთში მოგზაურობისა,“ რომელიც შეიცავს სალექსიკონო მასალებსაც. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ: ე. თაყაიშვილს ლინგვისტური მონოგრაფიები არ შეუქმნია და არც ენათმეცნიერობის პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ მის ისტორიულ-ფილოლოგიურ ნაშრომებში ენათმეცნიერული საკითხებიც პროფესიულადაა განხილული.

Комментариев нет:

Отправить комментарий